Www.OnlineFashion.Tk
 _-_-_-_-_
მთავარი » ფაილები » რჩევები

მაკიაჟის გაკეთება
[ ] 11.08.2009, 13:56
1) ტუჩის მოცულობის გაზრდის მიზნით, არასოდეს გამოიყენოთ მუქი ფერის ფანქარი. ტუჩებს კარგად გამოკვეთს პომადის ზემოდან წასმული ,,ბლესკი'', ტუჩის ფანქარი კი პომადის ტოონალობის უნდა იყოს.

* თუკი ბლესკს ხმარობთ, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ტუჩის კონტურები, რომლებიც არის უფერული ფერის და მისი დანიშ§ულებაა უბრლაოდ გამოკვეთოს ტუჩის კონტური და არ მისცეს საშუალება ბლესკს გადასცდეს ტუჩის საზღვრებს

2) როცა წვეულებიდან გვიან ბრუნდებით, ხანდახან ალბათ გეზარებათ მაკიაჟის მოშორება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამით სახის კანს დიდ ზიანს აყენებთ : მაკიაჟით დახშულ ფორებში მყარად ჯდება დღის მანძილზე სახეზე დადებული მტვერი. კანმა აუცილებლად უნდა ისუნთქოს, ამიტომ, მისი გაწმენდა ყოველდღიურად საჭიროა.

3) ტონალური კრემი კარგი განათების პირობებში ან დღის სინათლეზე შეარჩიეთ. ვიდრე შეიძენდეთ, კრემი თხლად გადაისვით ხელის მტევანზე და დააკვირდით, რამდენად ორგანულად ერწყმის იგი თქვენი კანის ფერს. გახსოვდეთ, რომ სახის ტონალური კრემი არც ძალიან ღია უნდა იყოს, არც ძალიან მუქი.
* თუკი მოგცემენ უფლებას საუკეთესო საშუალებაა წაისვათ რამოდენიმე ტონალობის კრემი კისერზე, და აარჩიოთ შესაბამისი ფერი, თუმცა უბრალოდ მაღაზიაშჳ ეს პროცედურა სჯობს ჩაატაროთ ხელზე

4) არ წაისვათ ბევრი ,,რუმიანა''. მან ოდნავ უნდა გამოკვეთოს თქვენი სახის კანის ფერი. ,,რუმიანა'' წაისვით ყვირამალებზე მოძრაობით: ყურებიდან სახის ცენტრისკენ (არავითარ შემთხვევაში არ აიწითლოთ ლოყები)
* რუმიანას გადანაწილებისთვის გამოიყენეთ დიდი ფუმფულა ფუნჯი, და ნუ ჩათვლით რომ რუმიანას წასმა საჭიროა მხოლოდ ლოყებზე, გადაისვით ცოტა რუმიანა ცხვირის წვეროზე, ნიკაპსა და წარბებს მაღლა საფეთქლებიდან შუბლის ცენტრისკენ

5) თუკი ღია ფერის კანი და თმა გაქვთ, წარბების გამოსაკვეთად ნუ გამოიყენებთ შავ ფანქარს. თქვენთვის უფრო შესაფერისი იქნება ღია ყავისფერი ან რუხი (ფერფლისფერში გარდამავალი) ფანქარი იქნება. ასევე გამოიყენეთ ყავისფერი ტუში

6) მაკიაჟის გაკეთებისას ნუ ეცდებით გამოკვეთოთ თვალებიც, ტუჩებიც და სახის ფერიც(რა თქმა უნდა, თუ სცენაზე გამოსასვლელად არ ემზადებით). თუ თვალების სილამაზის გამოკვეთა გინდათ, ტუჩებზე მქრქალი ფერის პომადა ან უფერო ,,ბლესკი'' წაისვით. თუ ტუჩებზე წითელ პომადას ისვამთ, თვალებზე მკრთალი ფერი ჩრდილი უნდა იკმაროთ.

* ანუ მაკიაჟში აქცენტი გააკეთეთ მხოლოდ ერთ სახის ნაწილზე

7) თვალებზე ჩრდილების წასმის დროს, ტუშის გამოყენებაც აუცილებლად დაგჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალები ჩამქრალი და ,,ჩავარდნილი'' გამოჩნდება. თან ჩრდილების წასმის შემდეგ წამწამები გაგიუფერულდებათ ქუთუთოებიდან ჩამოყრილი ჩრდილებით.
* ვიზაჟისტები კი გვირჩევენ, რომ სქელი წამწამების ეფექტის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა ჯერ წამწამები დავიპუდროთ შემდეგ კი წავისვათ ტუში

8) დღის მაკიაჟი გაცილებით მოკრძალებული უნდა იყოს, ვიდრე საღამოსი. ნუ წახვალთ სამსახურში და დღისით დანიშნულ შეხვედრაზე თოჯინასავით მოხატული და ტონალური კრემით ,,დამძიმებული'' სახით. მაკიაჟის გადაჭარბების უფლება მხოლოდ საღამოს გაქვთ.
* შეგიძლიათ სამსახურში თან წაიღოთ თვალის მუქი ფანქარი, ყავისფერი ჩრდილები სველი ეფექტით და ჩამქრალი-შინდისფერი პომადა, ასე უცბად შეძლებთ დილის მაკიაჟი გადააქციოთ საღამოს მაკიაჟად

კატეგორია: რჩევები | დაამატა: a-m-z
ნანახია: 3372 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.8/5 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ორშაბათი, 06.05.2024, 02:11
მოგესალმები Гость
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
Categories ფაილ
რჩევები [18]
ჰოროსკოპი [1]
სპორტი [0]
მაკიაჟი [11]
ლექსები [0]
კაბები [34]
ვარცხნილობა [10]
სპორტი [4]
მოდა [10]
სუნამოები [3]
ინტერიერი [4]
exclusive [3]
ფოტო ხელოვნება [2]
მინი-ჩეთი
300
სტატისტიკა
free hit counter
Download a free hit counter here.
hit counter
http://www.website-hit-counters.com
ჩემთან დაკავშირება
morbenali witeli
ძებნა
Tbilisi_Georgia_Online_ © 2024