Www.OnlineFashion.Tk
 _-_-_-_-_
მთავარი » ფაილები » რჩევები

თვალები & კომპიუტერი
[ ] 11.08.2009, 15:44

რჩევები კომპიუტერთან მომუშავეებისათვის:

სულ უფრო მატულობს კომპიუტერთან მომუშავე ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უჩივიან თვალების დაღლილობას, მხედველობის ფოკუსირების დარღვევას, დისკომფორტს.
გახსოვდეთ, კომპიუტერთან მუშაობის დროს მხედველობასთან დაკავშირებული ჩივილების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თვალის ორგანული დაავადების გამორიცხვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
• თქვენ უნდა იჯდეთ ეკრანიდან 50-60 სანტიმეტრის დაშორებით;
• შეარჩიეთ ისეთი მონიტორი, რომელსაც შეეძლება დახრა, ბრუნვა, კონტრასტულობისა და გამოსახულების სიმკვეთრის რეგულაცია;
• საუკეთესოა ისეთი სამუშაო სკამი, რომლის სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია;
• ტექსტთან მუშაობის დროს დასაბეჭდი მასალა უნდა მოვათავსოთ ისე, რომ თავიდან ავიცილოთ თავის, კისრისა და თვალების ხშირი მოძრაობა;
• განათება უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომ ეკრანი დავიცვათ არეკვლისა და ციმციმისაგან. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური საჩრდილობელი ან ფილტრი;
• პერიოდულად დაასვენეთ თვალები, შეეცადეთ ხშირად დაახამხამოთ მათი გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. აბრუნეთ თვალები მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ. შემდეგ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: მიიტანეთ თითი თვალებთან, შემდეგ მზერა გადაიტანეთ უფრო დაშორებულ საგანზე, წერტილზე, შემდეგ - ისევ თითზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ;
• გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში ოფისებში ჰაერის გათბობა ხელს უწყობს თვალების სიმშრალეს. თვალების სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს მონიტორის ხანგრძლივი ცქერა დახამხამების გარეშე, რის გამოც თვალი ვერ გამოიმუშავებს თვალების დანოტიოებისათვის სათანადო რაოდენობის ცრემლს და ვითარდება შემდეგი სიმპტომები: თვალების წვა, ფხაჭნა, უცხო სხეულის შეგრძნება. მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ ლინზების მომხმარებელ ადამიანებს. თვალის დამანოტიოებელი სპეციალური წვეთების გამოყენება თავიდან აგვაცილებს ამ პრობლემებს და თუ მაინც თვალის სიმშრალე გრძელდება აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;
• კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაძაბულობისა და სიმშრალის შემთხვევაში განსაკუთრებით სახიფათოა თუ დამატებით ადამიანს უხდება მუშაობა თვალისათვის საზიანო საწარმოო გარემოში (ავტომობილების შეკეთება, შედუღება, თვალის გამაღიზიანებელი აქროლადი ნივთიერებები და სხვ.), სადაც უსაფრთხოების წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კარგი მხედველობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
(ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია)]
კატეგორია: რჩევები | დაამატა: a-m-z
ნანახია: 855 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ორშაბათი, 06.05.2024, 02:59
მოგესალმები Гость
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
Categories ფაილ
რჩევები [18]
ჰოროსკოპი [1]
სპორტი [0]
მაკიაჟი [11]
ლექსები [0]
კაბები [34]
ვარცხნილობა [10]
სპორტი [4]
მოდა [10]
სუნამოები [3]
ინტერიერი [4]
exclusive [3]
ფოტო ხელოვნება [2]
მინი-ჩეთი
300
სტატისტიკა
free hit counter
Download a free hit counter here.
hit counter
http://www.website-hit-counters.com
ჩემთან დაკავშირება
morbenali witeli
ძებნა
Tbilisi_Georgia_Online_ © 2024