Www.OnlineFashion.Tk
 _-_-_-_-_
მთავარი » ფაილები » რჩევები

ძაან მაგარი ზაგრისთვის
[ ] 10.08.2009, 22:42


მზის ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებენ კანის პიგმენტის - მელანინის გამოყოფას. ასე ვიღებთ ნამზეურს. მაგრამ, ამავე დროს, ისინი იწვევენ თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობით წარმოშობას, რაც ხელს უწყობს ადრეულ დაბერებას და ზრდის კანის კიბოს რისკს.
(ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი კვების რაციონში ყოველთვის შედიოდეს აუცილებელი სამეული: ვიტამინები A, C და E. ისინი ეწინააღმდეგებიან თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. ამასთანავე, ხელს უწყობენ სელენის ათვისებას, რომელიც, ასევე, ძლიერი ანტიოქსიდანტია)
1.აუცილებელია, გაზარდოთ ბეტა-კაროტინის (პროვიტამინი A) გამოყენება: როდესაც მისი კონცენტრაცია ორგანიზმში იმატებს - კანი უკეთესად ირუჯება. მაგრამ არ გადააჭარბოთ - ვიტამინების სიჭარბე ისევე მავნეა, როგორც მათი უკმარისობა.
2.C ვიტამინს და ბეტა-კაროტინს ზაფხულის ახალ ხილსა და ბოსტნეულში. მიირთვით ისინი უმად ან დალიეთ ახალგამოწურული წვენები - ასე უკეთესად ინახება ვიტამინები. ზაფხულში C ვიტამინის წყაროებია: მარწყვი, წიწაკა, წიწმატი, პომიდორი. ბეტა-კაროტინის შემცველობით ჩემპიონებია: მანგო, გარგარი, ნესვი, სტაფილო, ყვითელი ატამი, ისპანახი, წიწმატი, საზამთრო, გუაიავა.
3.ვიტამინი A - უხვად არის ღვიძლში, კვერცხის გულში, ცხიმიან თევზში, ასევე, ნაღების კარაქში და სხვადასხვა სახის ყველში (არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი კვების რაციონიდან გამორიცხვა).
4.E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ცხიმი, განსაკუთრებით მზესუმზირისა და სიმინდის ზეთები. ასევე, იგი შედის ნუშში, ტყის კაკალსა და ახალ ბოსტნეულში.
5.სელენს აღმოაჩენთ ზღვის პროდუქტებში, კიბოსნაირებსა და თევზში. ასევე სოკოში, ნიორში, ხახვში და პროდუქტებში მთლიანი მარცვლებისგან.
ნუ გაგიტაცებთ ნიახური და კამა, მათ შეუძლიათ ალერგიის გამოწვევა ან მზის დაკვრის პროვოცირება
6.დაატენიანეთ კანი შიგნიდან
როდესაც დიდ დროს ვატარებთ მზის გულზე, კანის უჯრედების ცხიმოვანი მჟავები აგრესიული ზემოქმედების საფრთხის ქვეშ ხვდებიან. კანს გაუწყლოება ემართება და კარგავს ელასტიურობას.დალიეთ დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრი წყალი, რათა უზრუნველყოთ ორგანიზმის საკმარისი დატენიანება. მიირთვით ცხიმის საკმარისი რაოდენობა, მაგალითად, მცენარეული ცხიმი, და თევზის ცხიმიანი სახეობები, რომლებიც მდიდარია ომეგა-3 ჯგუფის ვიტამინებით წყალი გაზიანი ან გაზის გარეშე, მინერალური თუ გამდინარი, ნატურალური თუ არომატიზირებული (ოღონდ არა ტკბილი) წყალი - ყველაზე მარტივი საშუალებაა ორგანიზმის დასატენიანებლად, განსაკუთრებით ზაფხულში, პაპანაქებაში. დალიეთ გაგრილებული წყალი (ოღონდ არა გაყინული!).
- ორგანიზმის დატენიანებას, ასევე, ემსახურება ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც შედიან ნიგვზის ზეთში, სოიოში, ცხიმიან თევზში (ორაგულში, სარდინში, თინუსში, სკუმბრიაში). ასევე, ავოკადოში, ხორბალში, ,,ფოთლოვან” ბალახებში: ისპანახში, წიწმატში, კომბოსტოში და ა.შ

კატეგორია: რჩევები | დაამატა: a-m-z
ნანახია: 903 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
კვირა, 19.05.2024, 01:29
მოგესალმები Гость
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
Categories ფაილ
რჩევები [18]
ჰოროსკოპი [1]
სპორტი [0]
მაკიაჟი [11]
ლექსები [0]
კაბები [34]
ვარცხნილობა [10]
სპორტი [4]
მოდა [10]
სუნამოები [3]
ინტერიერი [4]
exclusive [3]
ფოტო ხელოვნება [2]
მინი-ჩეთი
300
სტატისტიკა
free hit counter
Download a free hit counter here.
hit counter
http://www.website-hit-counters.com
ჩემთან დაკავშირება
morbenali witeli
ძებნა
Tbilisi_Georgia_Online_ © 2024