Www.OnlineFashion.Tk
 _-_-_-_-_
მთავარი » ფაილები » რჩევები

როგორ გახდე მოდელი?
[ ] 10.08.2009, 22:56

როგორ გახდე მოდელი?

მოდელის პროფესიაზე ბევრი ოცნებობს, მაგარამ ამასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი შეკითხვები, რომლებზეც უნდა შესძლოთ კონკრეტული პასუხის გაცემა. მტკიცეა თქვენი გადაწყვეტილება თუ არა? მზად ხართ გაუძლოთ და გადალახოთ ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს ამ პროფესიას?
ყველაზე პრობლემატური და გადამწყვეტი კი არის შემდეგი: ძლიერი კონკურენცია; არც თუ იმდენად მომხიბლავი და ეფექტური გარეგნობა; ფინანსების უქონლობა პროფესიონალი ფოტოგრაფისა და პორტფოლიოს ხარჯებისთვის; შოუ-ბიზნესის სფეროში ნაცნობებისა და ახლობლების არყოლა; დედაქალაქიდან მოშორებით ან პროვინციაში ცხოვრება; ოჯახის წევრებისგან წინააღმდებობის გაწევა და არანაირი მორალური მხარდაჭერა. შეიცვლება თქვენი გადაწყვეტილება, თუ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი საქმრო მილიონერი აღმოჩნდება? მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას - მოდელობა თუ ქმრის მილიონები? ხართ თუ არა მზად იმისათვის, რომ იხილოთ საკუთარი თავი ჟურნალების გარეკანზე და ქუჩებში სარეკლამო ბილბორდებზე?

თუ ყოველივე ამისთვის მზად ხართ და თქვენი გადაწყვეტილება ურყევია, მაშინ გახსოვდეთ, რომ ინტელექტისა და ჰარმონიულობის გარეშე თქვენი ამბიციები მხოლოდ ოცნებად დარჩება. მოდელისთვის სილამაზე მხოლოდ ტრამპლინია წარმატებული კარიერისთვის და მოგიწევთ არნახული შრომა იმისათვის, რომ თქვენი სახელი არ დარჩეს შეუმჩნეველი


რჩევები დამწყებ მოდელებს             პროფესიონალებისგან

* მუდმივად იყავით ყურადღებით, არ გაუკეთოთ იგნორირება თქვენი აგენტისა და სააგენტოს თანამშრომლების რჩევებს და მითითებეს, არასდროს შეეწინააღმდეგოთ, არ შეაწყვეტინოთ საუბარი და არ დაუსვათ უაზრო შეკითხვები.
გახსოვდეთ, რომ სამოდელო სააგენტო ყველაზე მეტად არის დაინტერესებული თავისი მოდელების წარმატებაში, რადგან პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მოდელი თავად სააგენტოს შემოსავლებსაც განაპირობებს.
* არასდროს მოიხსენიოთ სხვებთან თქვენი სააგენტო უარყოფითად.
* მუდმივად გაიღრმავეთ ცოდნა და არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით.
* წარმატების შემთხვევაში არასდროს გაიფიქროთ, რომ თქვენ სხვებზე უკეთესი ხართ, რადგან სამოდელო ბიზნესს არა ერთი შემთხვევა ახსოვს როდესაც თავბრუდამხვევი კარიერა მოდელისთვის კონტრაქტის გაუქმებით დასრულდა.
იყავით წინდახედული, მაგრამ არა თავდაჯერებული.
* კასტინგებსა და ათასგვარ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს უნდა შეგეძლოთ მოკლე და და გამართული პასუხის გაცემა, ერთი და იგივე სიტყვებისა და წინადადებების ხშირი გამეორება თქვენი ლექსიკის სიმცირეზე მეტყველებს.
* დაეუფლეთ უხერხული სიტუაციებიდან თავის დაღწევას ისე, რომ სხვებისთვის ეს უხერხულობა ნაკლებად შესამჩნევი ან სრულიად შეუმჩნეველი იყოს.



კატეგორია: რჩევები | დაამატა: a-m-z
ნანახია: 880 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შაბათი, 18.05.2024, 23:19
მოგესალმები Гость
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
Categories ფაილ
რჩევები [18]
ჰოროსკოპი [1]
სპორტი [0]
მაკიაჟი [11]
ლექსები [0]
კაბები [34]
ვარცხნილობა [10]
სპორტი [4]
მოდა [10]
სუნამოები [3]
ინტერიერი [4]
exclusive [3]
ფოტო ხელოვნება [2]
მინი-ჩეთი
300
სტატისტიკა
free hit counter
Download a free hit counter here.
hit counter
http://www.website-hit-counters.com
ჩემთან დაკავშირება
morbenali witeli
ძებნა
Tbilisi_Georgia_Online_ © 2024