Www.OnlineFashion.Tk
 _-_-_-_-_
მთავარი » ფაილები » რჩევები

ფოტოგრაფიის საიდუმლო!
[ ] 10.08.2009, 23:16
როგორ გამოვჩნდეთ ფოტოზე ფოტოგენური?

ალბათ ყველა ქალს აქვს სურვილი საოჯახო ფოტოალბომში ქონდეს ისეთი ფოტო, სადაც არ რეცხავს ჭურჭელს, არ უვლის ბავშვებს ან თუნდაც არ კოცნის საყვარელ მამაკაცს. საუბარია დადგმულ გადაღებებზე, რომლითაც თავს მოაწონებ თაყვანისმცემელს ან განათავსებ სამუშაო მაგიდაზე კომპიუტერთან. რა თქმა უნდა, ამისთვის უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალს. თუმცა რამდენად ლამაზი და წარმატებული გამოვა ფოტო უპირველესად თქვენზეა დამოკიდებული.


წარმატებული ფოტოგრაფიის საიდუმლო

ყურადღება მიაქციეთ თმებს.

სადღესასწაულო ვარცხნილობებისთვის ხშირად იყენებენ ბრჭყვიალებიან ლაქს, რომელიც ფოტოზე, როგორც ქერტლი ისე ჩანს. ასევე არასასიამოვნოდ გამოიყურება ძალიან მაღალი და ფუშფუშა ვარცხნილობა.

ყურადღება სახეზე. სანამ ფოტოგადაღებას გადაწყვეტთ, შეათვალიერეთ საკუთარი თავი სარკეში, შეარჩიეთ ყველაზე კარგი რაკურსი. მაკიაჟისთვის რეკომენდებულია კანისფერი ბრჭყვიალების გარეშე. მცირე პრიალა საცხი დასაშვებია ტუჩზე. თუ იყენებთ ტუჩის ფანქარს, კარგად დატუშეთ იგი, რათა სახის კონტურები მკვეთრად არ გამოჩნდეს. თუ პატარა თვალები გაქვთ, ეცადეთ ობიექტივს შეხედოთ შუბლს ქვემოდან. რაც მთავარია მოერიდეთ მზის პირდაპირ შუქს, რადგან ძალაუნებურად თვალების მოჭუტვა მოგიწევთ. თუ მოდიდო ცხვირი გაქვთ, მოერიდეთ მსხვილი ხედით გადაღებას.

ყურადღება ფიგურაზე. ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეთ, მოეშვით და მიენდეთ ფოტოგრაფს. გამონახეთ დრო და წარმოიდგინეთ როგორი იერით გინდა გადაღება: რომანტიკული ფიგურა, მიმზიდველი ქალი, მკაცრი მასწავლებელი, თოვლის დედოფალი, ბიზნეს-ლედი და სხვა. ფოტოზე ფეხები უფრო გრძელი რომ გამოჩნდეს, უნდა გადაიღოთ ქვედა წერტილიდან. ბრჭყვიალა კოლგოტები ფეხის ფორმას ამახინჯებს, ამიტომ შეარჩიეთ კანისფერი.
უმჯობესია ფოტოსესიისთვის მიმართოთ სპეციალისტს. თუ ამის საშუალებას არ გაქვთ, სთხოვეთ მეგობრებს გადაგიღონ ფოტოები, შესაძლოა მათში კარგი ფოტოგრაფი აღმოჩნდეს. მიაქციეთ ყურადღება, ვისთან გრძნობთ თავს თავისუფლად. კარგი ფოტოგრაფობა მხოლოდ კნოპზე ხელის დაჭერას არ ნიშნავს, არამედ დახმარებას დაძაბულობის მოხსნაში. ასევე შეარჩიეთ ფოტოგადაღების ადგილი, ბევრი მოდური ჟურნალი სთავაზობს სტუდიებს გადაღებისთვის. წინასწარ დაათვალიერეთ ფოტოგრაფის პორტფოლიო ანუ უკვე გადაღებული ფოტოები. ბუნებაში გადაღებისას აირჩიეთ მოხერხებული ადგილი და დრო. გადაღებისთვის საუკეთესო დროა -დილა და საღამო.


ვიზაჟისტის მომსახურება

სტუდიაში ფოტოგადაღებისას კანის ყველა დეფექტი მეტად წარმოჩინდება. მიმართეთ პროფესიონალი ვიზაჟისტის დახმარებას. სწორი მაკიაჟი უფრო ლამაზად და ბუნებრივად გამოიყურება, ვიდრე კომპიუტერული დამუშავება. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია ცხვირის შეპუდვრა.


ფოტოსესიისთვის მომზადება

ფოტოსესიის წინ მოამზადეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელშიც გადაღებას აპირებთ. ტანსაცმელი სპეციალური შალითით წაიღეთ, რათა არ დაიჭმუჭნოს და დაისვაროს. გაიკეთეთ მანიკიური და პედიკიური. კარგად გამოიძინეთ და დროულად მიდით გადაღებაზე.


ფოტო გადაღების დილა


აი დადგა ის ღირშესანიშნავი დღე, რომელსაც ასე ელოდით. ყველაფერი საუცხოოდაა: თქვენ მხნედ გამოიყურებით, არ გეძინებათ და ყველაფერი მომზადებული გაქვთ. ფოტოგადაღებაზე მიდით 10-15 წთ-ით ადრე. თუ ნერვიულობთ, დალიეთ მწვანე ჩაი ან ყავა და ფოტოგრაფთან განიხილეთ ბოლო დეტალები.

გადაღების მომენტი

თავდაპირველად საკმაოდ ძნელია შეეჩვიო ფოტოტექნიკის სიმრავლეს, განათებებს, მაგრამ ცოტა ხანში შემოქმედებითი პროცესი იმდენად გაგიტაცებთ, რომ შეჩერება აღარ მოგინდებათ. დრო შეუმჩნევლად გაირბენს და დაგიტოვებთ უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას


კატეგორია: რჩევები | დაამატა: a-m-z
ნანახია: 923 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შაბათი, 18.05.2024, 23:38
მოგესალმები Гость
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
Categories ფაილ
რჩევები [18]
ჰოროსკოპი [1]
სპორტი [0]
მაკიაჟი [11]
ლექსები [0]
კაბები [34]
ვარცხნილობა [10]
სპორტი [4]
მოდა [10]
სუნამოები [3]
ინტერიერი [4]
exclusive [3]
ფოტო ხელოვნება [2]
მინი-ჩეთი
300
სტატისტიკა
free hit counter
Download a free hit counter here.
hit counter
http://www.website-hit-counters.com
ჩემთან დაკავშირება
morbenali witeli
ძებნა
Tbilisi_Georgia_Online_ © 2024