Www.OnlineFashion.Tk
 _-_-_-_-_
მთავარი » ფაილები » ჰოროსკოპი

აგვისტო-2009წ.
[ ] 11.08.2009, 22:39
ვერძი
(21 მარტი - 20 აპრილი) რაც დაიმსახურე


შეცვლილი წესები

შენი ბუნებისათვის ასე დამახასიათებელი სისხარტე და იოლი გზების გამოძებნის არაჩვეულებრივი უნარი ამჯერად დიდ სამსახურს ვერ გაგიწევს. ეცადე შეცდომა არ დაუშვა, რადგან ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ ყველაფერი უსიტყვოდ გაპატიონ. იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობა და შენდამი ნდობის დაკარგვის საშიშროება. თუ გსურს, წარუმატებლობის ეს საკმაოდ დიდი ეტაპი როგორმე შეცვალო, წესების დაცვით ითამაშე.

კურო
(21 აპრილი - 20 მაისი) Per aspera ad astra

კარგი ადამიანი
სულ ცოტა ხნის წინათ მზად იყავი საკუთარი მარცხი გეღიარებინა და დარწმუნებით გეთქვა, რომ არაფერი გამოგდის. ეს თვე დაგიმტკიცებს, რომ ”როგორც ქუხს, ისე არ წვიმს” და მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი, თანაც – კარგი შედეგი. ახალი ნაცნობები, ახალი იდეები და საქმეები დაგარწმუნებს, რომ შენს ცხოვრებაში ”კარგი ამინდები იწყება” და ისინი დიდხანს გასტანენ. ეცადე დასახულ მიზანს ყოველდღე თითო ნაბიჯით მიუახლოვდე, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვე ცდუნებას და დღეს გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის არ გადადო.

ტყუპი

21/05 -21/06

შენი სამყარო: ეცადე ყველაფერი, რაც ნერვებს და ცხოვრებაში ხელს გიშლის, თავიდან მოიშორო. რაც უნდა იყოს: აბეზარი მეზობელი, დაუმთავრებელი საქმე, გახუნებული მაისური თუ სხვა რამ – ყველაფერს დაემშვიდობე.

შენი კარიერა: თუ წარსულიდან აწყმოში მხოლოდ იმას გადმოიტან, რაც აუცილებელია, მაშინ თავისუფლად შეძლებ ახალი საქმეების დაწყებას. გამოცდილება დიდ სამსახურს გაგიწევს.

შენი ვნებები: ნუ აჰყვები პროვოკაციულ ქმედებებს, ეს ეხება სამსახურსაც და სახლსაც, ასევე შეყვარებლთან და მეგობართან ურთიერთობას.

შენი ძლიერი მხარეები: განვლილი თვისებისგან განსხვავებით ამჟამად აბსოლუტურად მობილიზებული ხარ.

შენი სისუსტეები: ცდუნებები, ცდუნებები, ცდუნებები... ნუ აჰყვები მათ.

ეროტიკული პორტრეტი: საკუთარი ღირსებების გაათმაგების უნარი.

შესაფერისი პარტნიორი: ვერძი, თხის რქა, კურო.

არ შეგეფერება: ტყუპი, თევზები, მერწყული.

კირჩხიბი
(22 ივნისი - 22 ივლისი) კურსი მარჯვნივ!


ფანტასტიკური პერსპექტივები
კეთილგანწყობა, რომელსაც ამ პერიოდში იგრძნობ, ეცადე შესაბამისად გამოიყენო. ადამიანები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შენ მიმართ არცთუ ისე დიდი ნდობით გამოირჩეოდნენ, ახლა საპირისპირო პოლუსზე აღმოჩნდებიან. უხეშად რომ ვთქვათ, ეს მათით მანიპულირების შესაძლებლობას მოგცემს. სასურველია, ზომიერების გრძნობა დაიცვა. ისე კი, თავისუფლად იმოქმედე და საკუთარი პროექტები თუ წინადადებები თამამად შესთავაზე პარტნიორებს. ახლა შანსი გექნება ყველაზე ფანტასტიკური გეგმებიც კი განახორციელო. საბოლოო ჯამში, ეს თვე ფანტასტიკურ პერსპექტივებს გთავაზობს, თუ შესაბამისად იმოქმედებ და საქმის საქმის კეთება არ დაგეზარება.

ლომი
(23 ივლისი _ 21 აგვისტო) არავითარი “იქნებ”!

კორექტული დიალოგები
მოვლენები, რომლებიც ახლა ვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ თავსატეხს გაგიჩენს, მაგრამ თუ ”ასჯერ გაზომავ და ერთხელ გაჭრი”, მაშინ მათ შენს სასარგებლოდ გამოიყენებ. თუ ვინმესთვის ჭკუის სწავლებას გადაწყვეტ, გააკეთე ეს მაქსიმალურად კორექტულად, ნუ შეეხები უხერხულ და პირად თემებს, ანუ კატეგორიულად გეკრძალება მიუღებელი ილეთების გამოყენება. ნუ ეცდები ყველასა და ყველაფერზე შენი აზრები ”აფრქვიო”, გაითვალისწინე: რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი არსებობს და უსაგნო კაამთს ნუ შესწირავ მათთან ურთიერთობას. საუკეთესო პერიოდი დგება საყვარელ ადამიანთან კიდევ უფრო დასაახლოებლად და ერთობლივი გეგმების განსახორციელებლად. იყავი თამამი და ეცადე ბედნიერებით ბოლომდე დატკბე.

ქალწული
(24 აგვისტო 23 სექტემბერი) Who is who


დამთავრებული საქმეები
მოაგვარე უმნიშვნელო პრობლემებიც კი, რათა თავიდან აიცილო არასაჭირო მომენტში დროის ხარჯვა. რასაც სახვალიოდ გადადებ, გარწმუნებ, ”ხვალ” მისი გაკეთება გაცილებით დიდ დროს წაიღებს შენგან და პარტნიორების თვალშიც ვერ გამონდები სანდო ადამიანად. გარდა ამისა, ძალიან მალე შესაძლებლობა მოგეცემა თავს დასვენებისა და გართობის უფლებაც მისცე, გაუკეთებელი საქმეები კიდისკომფორტს შეგიქმნის. გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ სუფთა სინდისითა და კარგად გაკეთებული საქმით მოგვრილი სიამოვნებით დატკბე

სასწორი
(24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი) ორივე სასიამოვნოა


უპრობლემო დასვენება
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გაქვს, ყველაფერი გააკეთე, რომ ცოტა ხნით მაინც დაისვენო და მოდუნდე. გარწმუნებ, გაცილებით მეტ საქმეს და გაცილებით უკეთესად გააკეთებ, თუ ქრონიკულ დაღლილობას მოიხსნი. ამისათვის კი შინაგანი განწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია: როგორც კი სამსახურის კარს გამოიხურავ, მაშინვე შეწყვიტე დასმთავრებელ თუ დასაწყებ საქმეებზე ფიქრი და მოემზადე ერთი შაბათ–კვირის (სულ მცირე) პრობლემების გარეშე გასატარებლად.

მორიელი
(24 ოქტომბერი 22 ნოემბერი) დათმე ლიდერის პოზიცია


მხოლოდ შემოქმედება
აბსოლუტურად ხელსაყრელი დრო დგება შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად. თუ შენიუ სტიქია ლიტერატურა, ხატვა, ან სხვა მსგავსი საქმიანობაა, მაშინ წინ!... გაორმაგებული წარმოსახვა და ფანტაზიის უნარი დაგეხმარება სამყარო ახლებურად აღიქვა და ის ირგვლივმყოფებსაც აჩვენო. თუ შემოქმედებით სფეროში აქამდე არ შეჭრილხარ, მაშინ ახლა სცადე – შესაძლოა მათ შენზე თერაპიული ხასიათის მქონე დიდი ეფექტი მოახდინონ; ანუ, თუ შედევრების შექმნის იმედი არ გაქვს, არ იდარდო – მთავარია, კარგად გახალისდე.

მშვილდოსანი
(23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) პატარა შესვენება


ღირსეული მოგება
მიზანი, რომლის გამოც ამდენი იშრომე, ძალიან ახლოსაა – სულ ცოტა მონდომება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გსურს. შეიძლება ფიქრობ, რომ ამდენი ძალისხმევა არ იყო საჭირო ამ შედეგის მისაღებად, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩიტი ბდღვნად ღირს. აქ ხომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზანზე არ არის საუბარი: შენთვის ჩვეული შეუპოვრობით ყველას და მათ შორის საკუთარ თავსაც კი დაუმტკიცებ, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია, ჰოდა, ასეთი რამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.

თხის რქა
(22 დეკემბერი - 20 იანვარი) სწორი გადაწყვეტილება


ახალი საქმე
არაჩვეულებრივი დროა ახალი საქმის დასაწყებად. ამ თვეში შანსი მოგეცემა, რომ საკუთარი თავი აბსოლუტურადახალ სფეროში გამოსცადო. რა თქმა უნდა, ეს ახალი სფერო შესაძლოა მხოლოდ ფორმით იყოს ახალი, შინაარსით კი რაც ყველაზე კარგად იცი და რის კეთებაც საუკეთესოდ გამოგდის, ის იქნება. წარმატებას აუცილებლად მიახწევ და შეძლებ შენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ეს ავტომატურად გულისხმობს ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენას.

მერწყული
(21 იანვარი - 20 თებერვალი) ტრიუმფალური სვლა


დროული მხარდაჭერა
ისე ვითარდება მოვლენები, რომ მოგიწევს ცოტა ხნით გადადო ”დიდი გეგმები” და შენი დროის მცირე ნაწილი მაინც საკუთარ ოჯახს დაუთმო. ახლა საყვარელ ადამიანს და მეგობრებს საქმიანი და წარმატებული ქალი კი არა, გულისხმიერი და ერთგული მეგობარი სჭირდებათ. ნუ მოაკლებ მათ ამ სიამოვნებას და ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება. შემდეგ შეძლებ კარიერას სერიოზულად მიხედო, რამდენიმე მომგებიანი და სოლიდური შემოსავლის მომტანი პროექტი განახორციელო.

თევზები
(21 თებერვალი - 20 მარტი) “მაგრად დადექი!”


დიდი სიმშვიდე
შეგიძლია ამოისუნთქო: წარუმატებლობის, გაუგებარი დაბრკოლებებისა და არსაიდან გაჩენილი პრობლემების დრო დამთავრდა. ახალი ეტაპი, რომელიც შენს ცხოვრებაში ახლა იწყება, ძალიან დიდ სიმშვიდესა და წარმატებებს გპირდება. შენი ცხოვრებიდან უკვალოდ გაქრება ის უსიამოვნება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად უმკლავდებოდი. თავისუფლად დააწყვე სამომავლო გეგმები, მოსალოდნელია, რომ უმრავლესობა დაუბრკოლებლად განხორციელდება. ახალი ცხოვრების დასაწყებად ამაზე ხელსაყრელ დროს ვერ იპოვი.

კატეგორია: ჰოროსკოპი | დაამატა: a-m-z
ნანახია: 1130 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ოთხშაბათი, 08.05.2024, 07:51
მოგესალმები Гость
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
Categories ფაილ
რჩევები [18]
ჰოროსკოპი [1]
სპორტი [0]
მაკიაჟი [11]
ლექსები [0]
კაბები [34]
ვარცხნილობა [10]
სპორტი [4]
მოდა [10]
სუნამოები [3]
ინტერიერი [4]
exclusive [3]
ფოტო ხელოვნება [2]
მინი-ჩეთი
300
სტატისტიკა
free hit counter
Download a free hit counter here.
hit counter
http://www.website-hit-counters.com
ჩემთან დაკავშირება
morbenali witeli
ძებნა
Tbilisi_Georgia_Online_ © 2024