რით გავიწმინდოთ კბილები?
ბრიტანეთის მოსახლეობის 60%-ს მიაჩნია, რომ კბილებს შორის მოხვედრილი საკვების მოსაცილებლად ხელში მოხვედრილი ნებისმიერი საგნის - მაკრატლის, სახრახნისის, საკერავი ნემსის, დანის - გამოყენება შეიძლება. ასეთი აღმოჩნდა იმ გამოკითხვის შედეგი, რომელიც სტომატოლოგიურმა ორგანიზაციამ British Dental Health Foundation-მა ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 23% ამჯობინებს, კბილებს შორის გაჩხერილ საკვებს საერთოდ არ ახლოს ხელი, რითაც ზრდის ღრძილების ანთებისა და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაჩენის ალბათობას.
იმ საგნებს შორის, რომლებსაც გამოკითხულები პირის ღრუს გასაწმენდად იყენებენ, აღმოჩნდა სარჭი, ქანჩი, ფრჩხილების ქლიბი, საყურე, ფანქარი, ჩანგალი და მაგნიტური ბარათები. გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას სტომატოლოგებმა საგანგებოდ აღნიშნეს, რომ კბილების გასაწმენდად მხოლოდ სპეციალური ძაფი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო კბილების გაწმენდა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა ღრძილები არ დაზიანდეს.
|